„ვაქცინა გვიცავს,
ჩვენც დავიცვათ ერთმანეთი!
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აქტიურად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელ კამპანიაში და ვაქცინირებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.
ასეთი კომპანიებისა და შეთავაზებების ნახვას დღეიდან ჩვენს პლატფორმაზე შეძლებთ“,_ ვკითხულობთ საიტის atsrili.ge მთავარ გვერდზე.
კამპანიას, რომელიც კოვიდვაქცინირებული პირებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, „გურია ნიუსიც“ უერთდება.
„გურია ნიუსი“ 2-ჯერ აცრილებს 25 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს რეკლამაზე.