თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.მედიის ინფორმაციით, თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 36 ადამიანი, კასთამონუს პროვინციაში დაიღუპა, შვიდი მოქალაქე ემსხვერპლა სტიქიას სინოპში, ერთი კი – ბართინში.
ამასთან, მაშველები რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები, ხიდები, ჩაკეტა გზები, დაამტვრია მანქანები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გუშინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონი და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
წყარო: ინტერპრესნიუსი