18 წლის წინ ტელევიზიის ეკრანებზე გამოვიდა კოლუმბიური სერიალი „ფარული ვნება“, რომელიც, ალბათ, ესპანურენოვან მაყურებელზე მეტად ქართველმა პუბლიკამ შეიყვარა.
ლათინურამერიკულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი უახლოეს მომავალში მეორე სეზონით დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა მიშელ ბრაუნმა გაავრცელა. ამ საპნის ოპერის ცნობილი სამი ძმიდან ერთ-ერთის, ფრანკოს როლის შემსრულებელმა განაცხადა, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებას აპირებენ.
“არ ვიცი, კვლავ „Telemundo“ იზამს ამას თუ სხვა კომპანია, თუმცა გაგრძელებას გეგმავენ“, – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.
მართალია, შესაძლოა, ეკრანზე მონატრებული გმირები კვლავ ვიხილოთ, თუმცა ყველა არა: მაგალითად, მიშელ ბრაუნმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, შესაძლოა, ფრანკოს პერსონაჟი საერთოდ არ გამოჩნდეს ან ის სხვა მსახიობმა განასახიეროს.
ფარული ვნება 2003-2004 წლის პერიოდში გამოვიდა მცირე ეკრანზე და მაყურებელმა სულ 188 სერია იხილა.
[sexy_author_bio]