ჩოხატაურში, “მედალფას” სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 38 კოვიდპაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ განუცხადა.
„სავსეა კლინიკა. ადგილები არ გვაქვს“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
კითხვაზე, თუ როგორია კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანტონ ხუნდაძე გვპასუხობს:
„ გვყავს საშუალო სიმძიმის და ერთი-ორი მძიმე პაციენტი. ყველა უნდა აიცრას. უნდა დაიცვან წესები, ატარონ პირბადე, რომ ამ მდგომარეობაში არ მოხვდნენ“.
[sexy_author_bio]