კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მცხოვრები გარდაიცვალა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილი დვაბზუს მცხოვრები საშუალო ასაკის ქალია.
„ინფიცირება დაუდასტურდა ოზურგეთში. ჰოსპიტალიზირებული იყო თბილისში. გართულდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარდაიცვალა“,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ოზურგეთში 74 კოვიდინფიცირებული პაციენტია გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]