საზოგადოებაში დღეს ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს კოვიდინფიცირების შემდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ნაწილი ამბობს, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე თვე არ არის საჭირო ვაქცინა და ადამიანი სხეულში არსებული ანტისხეულებით დაცულია. ნაწილი თვლის რომ თუ ინფიცირებამდე ადამიანს გაკეთებული ქონდა ვაქცინის ერთი დოზა ინფიცირების შემდეგ საერთოდ არაა საჭირო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება და ჯიდევ ბევრი მზგავსი მოსაზრება არსებობს.
„გურია ნიუსმა“ მოამზადა მოკლე ინტერვიუ ამ საკითხში კომპეტენტურ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიასთან.
Covid 19-ით ინფიცირების შემდეგ, რამდენ ხანში შეიძლება ვაქცინის გაკეთება?
_ ყველა ქვეყანას სხვადასხვა გეგმა აქვს ამ შემთხვევაზე, ძირითადად ეს განპირობებულია ტექნიკური საკითხებით, მაგალითად აშშ-ში დაავადების მწვავე ფაზის გასვლის შემდეგ, გამოჯანმრთელებისას ნებისმიერ დროს შეიუძლიათ აიცრან მსურველები, დიდ ბრიტანეთში გამოჯანმრთელებიდან 28 დღეში და ა.შ.
საქართველოში დღევანდელი წესებით ვაქცინის მიღება შეგიძლიათ კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში.
თუ ინფიცირებამდე პაციენტს უკვე ჰქონდა გაკეთებული ვაქცინის ერთი დოზა როდის უნდა გაიკეთოს მეორე დოზა?
_მეორე დოზა შესაძლებელია კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში
აქვს თუ არა მნიშვნელობა ინფიცირების შემდეგ რომლე ვაქცინას გაიკეთბს?
_ინფიცირების შემდეგ ვაქცინის სახეობას არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ აიცრათ ნებისმიერი ავტორიზებული/გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინით
თუ ინფიცირებულ პაციენტს არ აქვს დადასტურებული კოვიდი, თუმცა კონტაქტი იყო და ყველა სიმპტომი აქვს. ამ შემთხვევაში რა ხდება ვაქცინაციაზე?
_ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა ჩაითვალოს ინფიცირებულად, პაციენტი უნდა გადავიდეს იზოლაციაში და განმეორდეს ტესტირება.
ტესტირება თუ დაადასტრებს კოვიდს – დადასტურებიდან 30 დღეში შეუძლია გაიკეთოს ვაქცინა;
თუ ტესტირება არ დაადასტურებს კოვიდს, ამ შემთხვევაში კლინიკური მონაცემების, საქართველოში არსებული წესების და ისტორიის გათვალისწინებით:
ჯობს პაციენტი ჩაითვალოს ინფიცირებულად, კოვიდის დადასტურების თარიღად ჩაითვალოს სიმპტომების დაწყების პირველი დღე, იზოლაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ პაციენტს აღარ აღენიშნება სიპტომები, ის ითვლება გამოჯანმრთელებულად და ვაქცინაცია შეიძლება გაიკეთოს ინფიცირებულად ჩათვლის თარიღიდან 30 დღეში.
[sexy_author_bio]