https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

16:29; 8.09.2021
მთავარი, საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

Nuts.ge ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია წლიურად 2000 ტონა თხილის მზა პროდუქციას აწვდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, შოკოლადისა და ნაყინის ინდუსტრიებს, მცხობელებს, დისტრიბუტორებს და მათ თხილის პროდუქტისგან წარმოებულ სრულ სპექტრს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, COVID-19 პანდემიის შედეგად, კომპანია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, რაც პირდაპირ აისახა ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ თხილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, Nuts.ge გახდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამიდან – კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის, და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ,  EU4Business ინიციატივის ფარგლებში. მიღებული გრანტის ფარგლებში, კომპანიამ შეძლო, წარმოება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა.

მამუკა ბერიაშვილი, კომპანია Nuts.ge-ს დირექტორი, აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და მაღალი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება. მისი თქმით, EU4Business-ისა და EBRD-ის ერთობლივმა  მხარდაჭერამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში – „პროექტიდან მიღებული მხარდაჭერის ფარგლებში, წარმოების სტანდარტიზაციით დაწყებული, საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებზე პოტენციურ შემსყიდველებთან შეხვედრების ორგანიზებით დამთავრებული, პროექტმა მეწარმეებს ძალიან საჭირო ბენეფიტები შემოგვთავაზა. ბიზნესისთვის აუცილებელია, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი.  ევროკავშირისა და EBRD-გან მიღებული დახმარების შედეგად, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების ჩართვით, ჩვენ შევძელით, მოგვეწესრიგებინა საწარმოო პაკეტი – მოვახდინეთ ფინანსური და ბუღალტრული უწყისების ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტთან, დავნერგეთ მართვის ავტომატური სისტემა, ჩავატარეთ საკონსულტაციო სამუშაოები, რომელმაც შეაფასა კომპანიაში არსებული მდგომარეობა და დაგვისახა სამომავლო განვითარების გეგმა. ეს არის სრული ჯაჭვი, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, რადგან შესაბამისი სტანდარტების დაცვის გარეშე, პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წვდომა ვერ ექნება“.

როგორც მამუკა გვიყვება, თხილის ბიზნესში 2007 წლიდანაა ჩართული, იმ პერიოდიდან, როცა თხილის ბიზნესი იწყებდა ჩამოყალიბებას, ამიტომ Nuts.ge-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საწარმო ზუგდიდში 2012 წლიდან არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოში თხილის დიდი მოსავალია და ქვეყნისთვის თხილის მოპოვების ძირითად  რეგიონად ითვლება, საწარმოს დაფუძნებაც სწორედ ზუგდიდში, გადაწყვიტა, თუმცა, კომპანიის საწარმო კახეთშიც ფუნქციონირებს. დღეს Nuts.ge  საერთაშორისო თხილეულისა და მშრალი ხილის ასოციაციის წევრია: – „წარმატებამდე იმ მიდგომამ მიგვიყვანა, რაც მე და ჩემს თანამშრომლებს გვაქვს. ჩვენთვის ეს არის ინდუსტრია, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს Nusts.ge. ვცდილობთ, ზოგადად დარგი განვავითაროთ და ქართული თხილი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე. თუ თხილის წარმოება საქართველოში იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მასში შემავალი ყველა რგოლი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. წარმოიდგინეთ, ჯამში 1000-ზე მეტი მომწოდებელი გვყავს. მათ შორის არიან წვრილი და საშუალო ფერმერები და აგრეთვე, შემგროვებლები, რომლებიც სხვადასხვა ფერმერებისგან აგროვებენ თხილს და გვაწვდიან. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც გვაწვდიან ნახევრადფაბრიკატ ნედლეულს, ნაწილობრივ გადამუშავებულს. ეს ძალიან დიდი რგოლია და საკმაოდ ბევრი მეწარმის ეკონომიკური მდგომარეობაა დამოკიდებული დარგის განვითარებაზე, ამიტომ ვცდილობთ, ავწიოთ სტანდარტი და დავაკმაყოფილოთ ყველა საერთაშორისო მოთხოვნა“ – ამბობს მამუკა.

კომპანიას COVID-19 პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. Nuts.ge-ს დირექტორის თქმით, პანდემიამ გამოიწვია მუშა ხელის განახევრება, რაც პირდაპირ აისახა წარმოების რაოდენობაზე: „პანდემიამ გამოიწვია ლოქდაუნი, შეფერხებები ლოჯისტიკაში და დაწესებული რეგულაციები სრულად დაგვაწვა ზურგზე. იმისათვის, რომ რეგულაციები დაგვეცვა, რაც თანამშრომლებს შორის ორი მეტრის დისტანციის არსებობას ითვალისწინებდა, იძულებულები გავხდით, არსებული მუშახელი გაგვენახევრებინა და დაგვეტოვებინა მხოლოდ 30. პირბადეები, ფარების გამოყენებაც პრობლემური აღმოჩნდა დასაქმებულებისათვის, არ იყვნენ შეჩვეულები და ზოგიერთმა თავადვე თქვა უარი მუშაობაზე. ყველაფერმა ამან გაგვინახევრა სამუშაო გეგმები და შედეგად, საწარმოო პროცესები შეგვიფერხდა. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო რეგიონიდან რეგიონში და სოფლიდან სოფელში ტრანსპორტირება. მეწარმეებს უნდოდათ ნედლეულის გაყიდვა, მაგრამ, არ შეეძლოთ მოწოდება. მიუხედავად ამ ზიანისა, კომპანიას გააჩნდა ევროკავშირის დახმარებით გაწერილი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განევითარებინა ბიზნესი და ეწარმოებინა პროდუქტი. Nuts.ge-მ შეძლო, მინიმალური ფინანსური ზიანით გაეგრძელებინა მუშაობა“ – ამბობს მამუკა ბერიაშვილი.

ზემა გერგედავა Nuts.ge-ს ერთერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში საქმიანობას პანდემიის მიუხედავად აგრძელებს. ზემა თხილის ქარხანაში 5 წელია მუშაობს, თითქმის იმ პერიოდიდან, რაც საწარმო ფუნქციონირებს. მისი თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილები არც ისე ბევრია და დასაქმება განსაკუთრებულ სირთულეს ქალებისთვის წარმოადგენს: – „სანამ ეს ქარხანა იარსებებდა, მანამდე არასდროს მიმუშავია, სახლის საქმეში ვიყავი ჩართული. მას შემდეგ, რაც ქარხანა გაიხსნა, რეგიონში მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ოჯახებისთვის. შემოსავლის წყაროს ქალაქგარეთ აღარ ეძებ და რჩები იქ, სადაც ცხოვრობ. პანდემიის დროს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მქონდა, გადაადგილება იყო, თუმცა, კომპანიამ შეძლო ამ პრობლემის მალევე აღმოფხვრა და დღემდე სპეციალური ტრანსპორტით გვაკითხავს სახლამდე, მოვყავართ საწარმოში და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გვაბრუნებს უკან“.

ირაკლი შამათავა Nuts.ge-ს კიდევ ერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში დაფუძნების დღიდან მუშაობს. ირაკლი ზუგდიდის ადგილობრივი მაცხოვრებელია. კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის ისეთი საწარმოს მუშაობა, როგორიცაა Nuts.ge, ძალიან მნიშვნელოვანია: – „ქვეყანა ვითარდება, რეგიონი ვითარდება, ხალხი დასაქმებულია, სამსახური აქვთ, ხელფასი აქვთ, კარგი სამუშაო პირობებია. კომპანიას მუდმივად ემატება ახალი მუშა ხელი და ფართოვდება. გარდა იმისა, რომ საწარმოში საქმდებიან ადამიანები, Nuts.ge ხელს უწყობს მეთხილეობის დარგის განვითარებას რეგიონში – იბარებს თხილს ადგილობრივი ფერმებისგან, რაც შემოსავლის წყაროა ბევრი ადამიანისთვის. ამ დარგის განვითარება პირდაპირ აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის უკანაც ოჯახები დგანან“, – ამბობს ირაკლი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი ამბობს, კომპანიის მთავარი მიზანია, რომ იყოს  შუამავალი რგოლი ფერმერსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. კომპანიის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ ნედლეული შეისყიდოს პირველი ხელიდან, შესყიდული ნედლეული მოიყვანოს შესაბამისობაში – ტენიანობა, შრობა, მიკრობიოლოგიური და სხვა პარამეტრები, გადაამუშაოს და თითოეულ ნედლეულს მისცეს შესაბამისი დანიშნულება შესაბამის პროდუქტში. მისი თქმით, ეს პროცესი წარმოადგენს გრძელ ჯაჭვს, სადაც Nuts.ge გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს: – „სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მაღალი სტანდარტების დასანერგად, თუმცა ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. მეწარმეებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ინიციატივა და ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც ბიზნესისთვის გამოყოფს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დარგის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, და ამავდროულად, უზრუნველყოფს ბიზნეს საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას“ – ამბობს მამუკა.

ამ ეტაპზე, Nuts.ge-ში პანდემიის გამო, 120-დან 70 მუშა ხელი განაგრძობს საქმიანობას, რასაც სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა ემატება. ექსპორტზე 1000 ტონა თხილის ნაწარმი გააქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს  – ევროპაში პროდუქტის ექსპორტი 38%-ია, ჩინეთში  – 24%, რუსეთში – 22%, აფრიკაში – 5%, ახლო აღმოსავლეთში – 9% და დანარჩენ ქვეყნებში 2%.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ზემა გერგედავათხილიირაკლი შამათავამამუკა ბერიაშვილი
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

14:12; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

გია ვოლსკი: BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

14:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025

"ხელში გვაკვდებიან პაციენტები რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება" _ კოვიდკლინიკის ექიმი

ვინ მოხვდნენ “ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეულში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025
პოლიტიკა

პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

14:12; 10.12.2025
პოლიტიკა

გია ვოლსკი: BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

14:05; 10.12.2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10.12.2025
ზაფრანი

სიხარულის ჰოროსკოპი

13:54; 10.12.2025
ზაფრანი

ვის გააჩნია მოვლენების წინასწარ ხედვის ნიჭი

13:53; 10.12.2025
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ქალები

13:52; 10.12.2025
Cute little child plays with book while wearing glasses, isolated over white
ზაფრანი

ასტროლოგია – ყველაზე სერიოზული პატარები

13:51; 10.12.2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10.12.2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10.12.2025
საზოგადოება

„სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის“ –  მდინარის პერსპექტივები ფოთის მოსახლეობის თვალით

12:25; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო