შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ სტუდენტთა რეიტინგული სია, რომელთაც, წელს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს. ჩამონათვალში 250 სტუდენტია.
წარმატებული სტუდენტების სიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შემთხვევაში, სტუდენტი შეინარჩუნებს მას ბაკალავრის სრული კურსის დახურვამდე – ყველა დარჩენილი სასწავლო წლის განმავლობაში.
თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს, თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).