ოზურგეთში კოვიდინფიცირების შედეგად ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ გურიანთას მცხოვრებია.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, რომ პაციენტი ბინაზე მკურნალობდა.
„ინფიცირება 31 აგვისტოს დაუდასტურდა. მკურნალობდა ბინაზე. ასაკი ჰქონდა, ძალიან ხანდაზმული იყო. განსაკუთრებული გართულება არ ჰქონია“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
სულ ოზურგეთში კოვიდინფიცირების შედეგად 76 ადამიანია გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]