გურიაში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
„1935 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. მწოლიარე პაციენტი იყო. ქრონიკული დაავადება ჰქონდა, კოვიდი დაერთო და გარდაიცვალა. მკურნალობდა ბინაზე“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში 51 კოვიდინფიცირებული პაციენტია გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]