ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 3583 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 3287 პაციენტი, გარდაიცვალა 51. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 245 შემთხვევა.
[sexy_author_bio]