საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „საარჩევნო უბანი გურიაში, სოფელ შუასურებში“.
ამ პატარა შენობაში არჩევნები პირველად არ ტარდება. როგორც წინა წლებში, ასევე, წელსაც აქ არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან.
ამ შენობას მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებენ.
შუა სურებში 186 ამომრჩეველია.
სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდის მიერ გადაღებულ ფოტოებს დიდი პოლემიკა მოყვა:
„როდესაც ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს და ასევე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები 17 -მდე გაიზარდა, რამდენად შესაძლებელია აქ არჩევნები გაიმართოს. თან კომისიის წევრების და ამომრჩევლების გარდა კენჭისყრის დღეს არასამთავრობოს სექტორის დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან“, _ წერენ სოციალურ ქსელში.
ჩვენ ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ჩოხატაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს თემურ კუტუბიძეს:
“შუასურები არის სულ 180-ამომრჩევლიანი საარჩევნო უბანი. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ დაცული იქნება ყველა ნორმა და წესების დაცვით მოხდება ხმის მიცემა. უბანი სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველანაირი პირობები არის შექმნილი, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.
წინა წელსაც ამ შენობაში ჩატარდა არჩევნები და კორონავირუსი არ დაფიქსირებულა“, _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ.
[sexy_author_bio]