ინტერნეტ-გამოცემა “გორდონის” დამფუძნებელმა დიმიტრი გორდონმა ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
“მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მე მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იმოქმედოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად“, _ განაცხადა გორდონმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
1 ოქტომბერის საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, მოგვიანებით კი შსს-მ სააკაშვილის დაკავების ვიდეო გაავრცელა.
[sexy_author_bio]