ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის მაჟორიტარი კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯემალ ბერიძე “გურია ნიუსს“ მის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს უგზავნის , რომელშიც, მისი თქმით, ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემაა დაფიქსირებული. ბერიძე თვლის, რომ ხევში მდებარე საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, ამომრჩევლების მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.
ჩვენი გადამღები ჯგუფი მეტი ინფორმაციის მისაღებად, სოფელ ხევში მივიდა. უბანთან მყოფმა პირებმა მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ, ხოლო თავად ბერიძე ამბობს, რომ კანონდარღვევის შესახებ საჩივარიც დაწერა: „ვიდეო რომ მოგაწოდეთ თანხის გადაცემა იყო. საჩივარი შევიტანეთ ამაზე და დავწერეთ ოფიციალურად. მოიკითხეთ, თუ არის სარეგისტრაციო წიგნში „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი. ეს სასამართლომდე უნდა მივიტანოთ.
ფოტოები მაქვს გადაღებული, თუ რა სიტუაცია იყო საარჩევნო კომისიის წინ. თქვენ რომ მოხვედით, აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ დამინახეს, ვიღებდი. გავლის და გადაღების უფლება კი მაქვს“…
ჯემალ ბერიძე, ასევე, განმარტებას აკეთებს, თუ რატომ შევიდა საარჩევნო უბანზე, რითაც დაარღვია კანონი და ამის გამო, პარტია “გირჩის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა: “მივედი უბანზე, შვილის ემოციური ფაქტორის გამო. კომისიის წევრია, მაგრამ ვესაუბრებოდი, რომ დამეწყნარებინა. ამ დროს ფოტო გადამიღეს“, _ გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯემალ ბერიძემ.
ინფორმაციისთვის: ჯემალ ბერიძის შვილი, რომელიც მისი წარმომადგენელია ხევის უბანზე, ამბობს, რომ მას, თავდაპირველად, მხოლოდ ორი ბიულეტენი გადასცეს, რითაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. ამ ფაქტის შესახებ იხილეთ აქ.
“გურია ნიუსი“ აქვე გთავაზობთ ჯემალ ბერიძის მიერ გადაღებულ ორივე ვიდეოს, რომლებშიც, მისი თქმით, ამომრჩევლებისთვის თანხის გადაცემაა დაფიქსირებული.
[sexy_author_bio]