2 ოქტომბრის დილის საათებში დაფიქსირებული პროცედურული დარღვევების გარდა სამტრედიაში საარჩევნო სიტუაცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, _ ინფორმაციას ,, გურია ნიუსთან” საუბარში 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნანა იმნაძე ადასტურებს:
” 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დილის საათებში დაფიქსირებული პროცედურულ დარღვევებს რაიმე შედეგებზე გავლენების მოხდენა არ შეუძლია. საერთო ამომრჩევლის 18, 84 პროცენტმა ხმის მიცემის პროცედურა გაიარა. სერიოზულ ექსცესებს სამტრედიაში ადგილი არ ჰქონია”.
[sexy_author_bio]