“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.
შედეგები 17 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
- ნიკა მელია – 40,8 %
- კახა კალაძე – 40,2 %
- გიორგი გახარია – 8,7 %
- ანა დოლიძე – 3,5 %
- ანა ბიბილაშვილი – 2,6%
ცნობისთვის, ეს მონაცემები 17:00 საათის მონაცემებითაა.
წყარო: mtavari.tv