ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკოში ოქმების ფაქტობრივად 100% შესულია.
კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ოქმის მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უახლოესი საათების განმავლობაში ყველა ოქმი განთავსებული იქნება ცესკოს ვებგვერდზე.
საკრებულოების პროპორციული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემები გამოქვეყნებულია.