ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთში “ოცნებამ” მოიპოვა გამარჯვება.
მომავალ საკრებულოში მმართველი პარტია 19 წევრით იქნება წარმოდგენილი, აქედან 10 პარტიული სიით. რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ ცხრავე უბანზე ხმების უმეტესობა სწორედ “ოცნების” კანდიდატებმა მიიღეს.
ქალაქში ხალხის რჩეული კახა კვიტაიშვილი გახდა. ნიგოითი-შუხუთის სამაჟორიტარ უბანზე- ზაზა წულაძე, მაჩხვარეთი- გვიმბალაური-ჩიბათის ამომრჩეველმა ნდობა გიორგი ჩახვაძეს გამოუცხადა. ლესა-ჯურუყვეთში-ელისო ჭიჭინაძეს. ნინოშვილი- ნიგვზიანში ბესიკ ტაბიძემ გაიმარჯვა. ჩოჩხათში რევაზ კვერენჩხილაძემ მიიღო მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი. ღრმაღელე-წყალწმინდაში კახა თედორაძემ მიიღო ხმათა უმრავლესობა. აკეთი-აცანა-მამათის რჩეული რჩეული ემზარ თედორაძეა. სუფსაში ია მოქიამ გაიმარჯვა, რომელიც ერთადერთი ახალი სახეა მაჟორიტარებს შორის.
[sexy_author_bio]