მომღერალი ბექა ჩხაიძე ოზურგეთელი ბიზნესმენის ზვიად ცეცხლაძის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
“80-იან წლებში ბინა გაყიდა, სრული თანხა აიღო და სიონის ტაძრისკენ გაეშურა. ეზოში მოძღვარი შეხვდა – მისთვის უცნობი მამა დავითი (შემდგომში მეუფე დიმიტრი)!
პაკეტი გადასცა და ისე რომ თავის სახელიც არ უთქვამს, იქაურობა ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
მოძღვარს გაუკვირდა უცხო კაცის საქციელი…
ეს ამბავი პატრიარქს უამბო და უწმინდესიც გაკვირვებული დარჩა, რადგან თანხა ძალიან დიდი ციფრი აღმოჩნდა …
მრავალი წლის შემდეგ გაუგიათ – უწმინდეს და მეუფე დიმიტრის, რომ ეს კაცი ზვიად ცეცხლაძე ყოფილა!!! შენი სული გაანათლოს ღმერთმა უმაგრესო ადამიანო რამდენი რამე შემიძლია დავწერო აქვე მინდა დავამატო,პანაშვიდზე როდესაც პატრიარქი მობრძანდა მისი სიტყვები “ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას სჩადიოდა უანგაროდ და ასეთმა ადამიანმა ცხოვრება დაასრულა მოწამეობრიავად, _ წერს ბექა ჩხაიძე.
შეგახხენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი და ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე 2007 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში განთავსებულ მის ოფისში მოკლული იპოვეს.
ოჯახის ახლობელთა განცხადებით, ზვიად ცეცხლაძეს პირი და ხელ-ფეხი ე.წ. სკოტჩით ჰქონდა აკრული, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია მისი გაგუდვა.
61 წლის ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ასევე ცნობილი იყო საქველმოქმედო საქმიანობით, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია აღორძინების სიით იყო. თუმცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა.
მისი ბიზნესი მოიცავდა სასტუმროებს აჭარაში, ბაკურიანსა და თბილისში, მაგრამ ყველა მათგანი გაყიდა.