გურიაში უკვე დაიწყეს სიმინდის მოსავლის აღება.
იმ ფონზე, როცა ყოველ წელს ისედაც ნაკლები საყანე სავარგულები ითესება, ბუნებრივია , მოსავალიც ნაკლებია. თუმცა, გასულ გაზაფხულზე და შემდეგ _ ზაფხულშიც, ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების გამო, როგორც მეურნეები ამბობენ, კიდევ უფრო ნაკლებია მოსავალი.
_ჩემი საყანე ფართობი ორი ათასი კვ. მ. შეადგენს. სულ ცოტა, ერთ ტონასიმინდს ვიწევდი, მაქსიმუმ კი ზოგჯერ ორ ტონასაც. წელს ერთი ტონაც არ არის. ასეა ყველასთან. ცუდმა ამინდებმა, პერიოდულად გადაუღებელმა წვიმებმა, თავისი კვალი დაატყო მოსავალს, _ გვითხრა სოფელ ჭანიეთის მცხორებმა ჯუმბერ სურგულაძემ.
იგივეს ამბობენ გამოცდილი ფერმერები, რომლებსაც ათეული წლების მანძილზე უწევდათ მუშაობა, როგორც საკუთარ საყანე ფართობებში, ისე სოფლის მეურნეობის პროფილის სამსახურებში:
_წელს ნამდვილად არის გაცილებით ნაკლები მოსავალი. საუკეთესოდ მოვლილ და დამუშავებულ ფართობებშიც კი, ხალხმა ნაკლები მოსავალი მიიღო და ეს წელს ნამდვილად ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა, _ გვითხრა გამოცდილმა სოფლის მეურნეობის მუშაკმა, ოზურგეთელმა ომარ ჩხარტიშვილმა.
[sexy_author_bio]