საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კვლავ საზოგადოებას მიმართავს.
“მეგობრებო, მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით – ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას, ახლა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნიჰილიზმის დათესვა, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, 30 ოქტომბრამდე ცოცხალმა მივაღწიო.
ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.” – წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი კვლავ შიმშილს აგრძელებს.