ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება ოზურგეთშიც. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 89 შემთხვევა დაფიქსირდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მდგომარეობა სერიოზულია.
„ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება როგორც მასწავლებლებში,ისე მოსწავლეებში. თხინვალის საჯარო სკოლა მთლიან საიზოლაციო რეჟიმზე გადავიყვანეთ. ასევე სრულად გვყავს დისტანციურ რეჟიმზე გურიანთას საჯარო სკოლა და ბავშვთა ბაღი. ჰიბრიდულ რეჟიმზე გვყავს დანარჩენი სკოლები. მეორე, მეოთხე სკოლა, ნაგომრის, კონჭკათის, ბახვის,ზემო ნატანების სკოლა. ქალაქის მეორე, მეოთხე ბაღშია ასევე წერტილოვანი შეზღუდვები. მონაცემები იცვლება თითქმის ყველა საათში“,_ამბობს სიმონიშვილი.
[sexy_author_bio]