მსახიობი კევინ სპეისი ფილმის გადაღებაზე გამოჩნდა, პირველად, მას შემდეგ რაც მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი.
მსახიობი ჰოლივუდიდან ბრალდების გამო 2017 წელს გააძევეს. ახლა კი ის მუშაობს ახალ ფილმზე,სახელად „Peter Five Eight“. ფილმის გადაღებები კალიფორნიაში მიმდინარეობს.
2019 წლის ივლისში მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა – მას ტელეწამყვან ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.
2017 წლის 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.
ამ ამბიდან მალევე, კომპანია „Netflix“-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. „Emmy Award“-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის „2017 წლის საპატიო ემი“ აღარ გადაეცა. 2019 წლის ივლისში სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს.
[sexy_author_bio]