დღეს, გურიანთაში მომხდარი საარჩევნო ხმაურის შესახებ, სადაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ და დამოუკიდებელი კანდიდატების მომხრეთა შორის დაპირისპირებას, შესაბამისი შტაბებიდან „გურია ნიუსთან“ კომენტარები გააკეთეს:
_ საარჩევნო კარდაკარზე დადიან ჩვენი წარმომადგენლები. როცა პროვოკაციას აქვს ადგილი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, _ გვითხრეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან.
რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბს, შტაბის თამჯდომარემ, ირაკლი სირაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ რა კომენტარი უნდა ამას? ამ არჩევნებში რომ დაშინება, დაშანტაჯება, მოქრთამვა ხდება, ოზურგეთს არ ახსოვს. მე პირადად ახლახან შევიტყვე მომხდარი ამბავის შესახებ. ვერ ხედავთ? ადასტურებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რომ „საქმეს ურჩევს“ სხვა პოზიციაზე მყოფ თანასოფლელს? სხვა რა კომენტარს მთხოვთ? ფაქტი სახეზეა – გვითხრა ირაკლი სირაძემ.
[sexy_author_bio]