მარინა ენდელაძეს თქმით, საქართველოში უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წინა ტალღებთან შედარებით ახლა ძალიან მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.
„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე, ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
წყარო: იმედინიუსი