მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუ მას ეს საჭიროება ექნება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული, _ ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ “ღამის კურიერის”ეთერში განაცხადა.
“ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს,” _ განაცხადა რატი ბრეგაძემ.