,,სინამდვილეში, ყველაზე დიდი ნაძირალა ამ ძვირიანი ტანსაცმლის და მილანში დავარცხნილი თმის უკან იმალება.“ _ ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ,,FACEBOOK” – ზე კახა კალაძის მიერ სახალხო დამცველთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
,,სინამდვილეში, ყველაზე დიდი ნაძირალა ამ ძვირიანი ტანსაცმლის და მილანში დავარცხნილი თმის უკან იმალება.
ქართული ოცნების გამორჩეულ ნაძირლებს შორის, ყველაზე დიდი ნაძირალა კახი კალაძეა. თავისი ხიტრაჟოპობით “კაი ტიპს” რო ძერწავდა საკუთარი თავისგან და ახლა ნიღაბახეული ურჩხული რომაა, ის კალაძე. ამ “კაი ტიპის” პოზის გამო, ყველაზე საშიში ნაძირალაცაა“, _ წერს გვარამია.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომლმაც მას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ჰკითა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია, განაცხადა: ,,სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“.
[sexy_author_bio]