ჯერ კიდევ გასულ კვირას იყო დაანონსებული, რომ ლანჩხუთის საკრებულოს მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართებოდა. თუმცა, 26 ოქტომბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა და გაირკვა, რომ სხდომა 29 იანვრისთვის ჩაინიშნა. ამ ფაქტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მმართველი გუნდი დედაქალაქში აქციაზე წასასვლელად ემზადება.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, გადაიტანეს ოცდაცხრისთვის. მიზეზი არაა რთული გამოსაცნობი. უბრალოდ, მე ის მაინტერესებს, საკრებულოს თავმჯდომარე რა ახსნას მოუძებნის ამ გადაწყვეტილებას?!“ _ წერს ენმ-ის წევრი კახა ასკურავა.
სხდომის გადადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე.
„ლანჩხუთის კორუფციონერმა საკრებულოს თავჯდომარემ ხვალინდელი დღის ,,პატივის მისაგებად”გადადო საკრებულოს სხდომა.`არ გიშველით, გაემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად!!!“_ წერს ჩახვაძე.
საკრებულოს პირველი პირი ბესიკ ტაბიძე კი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ 27 ოქტომბერს დაანონსებული სხდომა 29 ოქტომბრისთვის დედაქალაქში გასამართი აქციის გამო გადაიდო.
[sexy_author_bio]