მეცნიერებმა 3D პრინტერის მეშვეობით მუმიფიცირებული, 3 000 წლის წინ მცხოვრები ეგვიპტელი ქურუმის, ნესიამუნის ხმის აღდგენა შეძლეს.
მუმია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის მუზეუმში ინახებოდა. გუნდმა ნესიამუნი იმიტომ შეარჩია, რომ მის ყელში რბილი ქსოვილი კვლავ შემორჩენილი იყო.
მეცნიერებმა მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რათა ხმის სიმულირებისთვის საჭირო მახასიათებლები დაედგინათ. შემდეგ 3D პრინტერის მეშვეობით სასუნთქი გზების მოდელი შექმნეს, საბოლოოდ კი მოდელი სპეციალურ დინამიკს და ხელოვნურ ხორხს შეუერთეს, რომელიც ადამიანის ხელოვნური ხმის შესაქმნელად გამოიყენება ხოლმე.
ის დაახლოებით 50 წლის ასაკში დაიღუპა, მას რამდენიმე კბილი აკლდა და ღრძილების დაავადებაც ჰქონდა.
ეგვიპტოლოგების თქმით, ფონეტიკა და სიმღერის მელოდია ცნობილია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ იმ სიმღერის აღდგენა მოახერხონ, რომელსაც ქურუმი რეალურად მღეროდა.
[sexy_author_bio]