“გურიაში, შესაძლებელია, დღის ბოლოს და ხვალ დილის საათების ჩათვლით იყოს მცირე, ხანმოკლე წვიმა ალაგ-ალაგ”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, 10-11 საათიდან გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს და 20 გრადუსამდე გათბება.
“1-2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 25 გრადუსამდე მოიმატოს. ღამე +10-12 გრადუსი დაფიქსირდება დაბლობ რაიონებში, მთაშიც სითბო იქნება”,_ ამბობს გვაზავა.
მისი ინფორმაციითვე, 7 ნოემბრამდე, ცალკეულ დღეებში იყოს მცირე, ხანმოკლე წვიმა, რაც ტემპერატურაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
[sexy_author_bio]