ნაგომრის # 39 საარჩევნო უბანზე, ხუთი საათისთვის 391 ამომრჩეველი გამოცხადდა.
_ პირველ ტურში ამ დროისთვის, 495 ამომრჩეველს ჰქონდა მოქალაქეობრივი ნება გამოხატული. მეორე ტურში აქტივობა ცოტა უფრო დაბალია. ვნახოთ, იქნებ, მოგვიანებით მოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები, _ გვითხრეს საარჩევნო კომისიაში.
ნაგომარში სულ 857 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
კომისიაში გვითხრეს, ასევე, რომ დღის განმავლობაში სიწყნარეა, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და კონკრეტულად ამ საარჩევნო უბანზე, რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.