“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გრანდიოზულ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ბარამიძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ, ქართველთა უმრავლესობას, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, განურჩევლად პარტიულობისა, გათავხედებულმა პუტინის “ნამესტნიკმა“ ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა.
მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვით და თავდადებით, რომელიც არავის ეგონა. ამ კაცმა ყველას გვანახა როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. მან რაც შეეძლო ამ შიმშილობით გააკეთა. ჩემო ძმაო, ჩემო მიშა, ჩვენ გვჭირდები ცოცხალი. პუტინს და ივანიშვილს უნდა რომ შენ მოკვდე, შენ მტრის ჯინაზე არ უნდა მოკვდე“, -განაცხადა ბარამიძემ.