მეორე ტური ოზურგეთის ოთხ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. აქედან ორი ოლქი “ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა. გურიანთა, მელექედურში (60/11) გამარჯვებას “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატიმა ნინო მახარაძემ მიაღწია, ხოლო მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი დათა მიქელაშვილი იყო.
დათა მიქელაშვილი მეორე ტურის დროს ამბობდა, რომ მისი მხარდამჭერების და მეგობრების არაერთი ზეწოლის ფაქტი იყო და მოუწოდებდა მმართველ პარტიას სამართლიან პირობებში გამართულიყო საარჩევნო მარათონი.
“ქართული ოცნებიდან“ ასევე გამარჯვებას მიაღწია ტიტე მგელაძემ, რომელიც 60/12 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდა და მისი კონკურენტი იყო“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა თავდიშვილი.
პირველ ტურში ტიტე მგელაძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სასამართლოში უჩივლეს. მას ადამიანების მოსყიდვაში დებდნენ ბრალს. როგორც ცნობილია, მან წყლის ავზი უყიდა სოფელ ძიმითის მცხოვრებლების ერთ ნაწილს. კონკურენტი პარტიის წარმომადგენლები მისი კანდიდატის მოხსნას ითხოვდნენ, მაგრამ ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.