კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ლანჩხუთის სკოლებსა და ბაღებშიც.
მერიის ინფორმაციით, ლანჩხუთში 25 სკოლიდან 3 სკოლაში (აცანის, ჯურუყვეთის და ჭანჭათის სკოლებში) სასწავლო პროცესი სრულად შეჩერებულია, 7 სკოლა ჰიბრიდულ რეჟიმზე მუშაობს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, 21 საბავშვო ბაღიდან 3 (აცანა, მაჩხვარეთი და აკეთის საბავშვო ბაღები) გაჩერებულია.