საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს. მან წერილი დღეს ადვოკატ ვალერი გელბახიანს გამოატანა.
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს სთხოვს, რომ ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადონ, ფული გადადონ და ერთი დღე აჩუქონ ქვეყანას.
ყოფილი პრეზიდენტი, ემიგრანტებს ჰპირდება, რომ საქართველოდან გამარჯვებულები წავლენ
“ეს არის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს, დიდი მადლობა ყველას ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილის წერილში
სააკაშვილის წერილის წაკითხვის შემდგომ აღნიშნა, რომ ჯერ მიხეილ სააკაშვილთან ხელშეკრულებას არ აფორმებს, თუმცა მზადაა საჭიროების შემთხვევაში უფლებადამცველების გუნდს შეუერთდეს.
[sexy_author_bio]