აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიბერდაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. აღნიშნულის შესახებ dw.com წერს.
როგორც გამოცემა წერს, კიბერდაჯგუფების ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აწესებს 5 მილიონი დოლარის ჯილდოს იმ ინფორმაციისთვის, რომლის შედეგადაც, ნებისმიერ ქვეყანაში იმ პირების დაპატიმრება ან გასამართლება მოხდება, რომლებიც DarkSide-ის საქმიანობაში მონაწილეობას ცდილობენ.
„ამ ჯილდოს შეთავაზებით, აშშ ავლენს თავის ვალდებულებას, მსოფლიოს მასშტაბით გამომძალველი პროგრამების მსხვერპლები კიბერკრიმინალებისგან დაიცვას“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ცნობისთვის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, კიბერდაჯგუფება DarkSide-ი რუსეთშია დაფუძნებული.
აშშ აღნიშნულ დაჯგუფებას მიმდინარე წლის მაისში ნავთობსადენის ფუნქციონირების შეფერხებაში ადანაშაულებს.
[sexy_author_bio]