ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“ეპიდვითარების კუთხით ისევ დაძაბული სიტუაციაა სურების მიმართულებით”,_ ამბობს ჯიბუტი
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3645 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3299 პაციენტი, გარდაცვლილია 39.