საქართველოს მესამე პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს დეტალურად გააცნობენ. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
დღესვე დაგეგმილია კონსულტაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებაზეც, რომლითაც უნდა დადგინდეს, იძალადა თუ არა საბადრაგო სამსახურმა მესამე პრეიზდენტზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილთან გუშინდელ სასამართლო პროცესზეც ისაუბრებენ, რომელიც ბრალდებულის გარეშე ჩატარდა.
“ვისაუბრებთ საქალაქო სასამართლოში ჩავლილ პროცესზე, თუ შეიძლება ამას პროცესი ვუწოდოთ, ვისაუბრებთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ყველა მიმდინარე საკითხებზე. ამავდროულად, მისი ჯანმრთელობის შესახებ მივიღებთ ინფორმაციას. გუშინ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შესული, გვიანობამდე მუშაობდნენ იმ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა ბოლო დღეებში განმავლობაში”, – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.