ცნობილი ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს ნივთების კოლექცია აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე 174 ნივთი იყო წარდგენილი. ყველაზე პოპულარული მაინც ალ კაპონეს პისტოლეტი გახდა, რომელიც 860 000 დოლარად გაიყიდა.
ალ კაპონე 1920-1930-იან წლებში ქალაქ ჩიკაგოს აკონტროლებდა. კაპონეს გავლენის სფეროები იყო ალკოჰოლის უკანონო წარმოება და გაყიდვა, სათამაშო ბიზნესი და პროსტიტუცია, ლეგალურად კი ის ავეჯით ვაჭრობდა. დროთა განმავლობაში ალ კაპონე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.
1931 წელს კაპონე გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გათავისუფლდა, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
[sexy_author_bio]