„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სტრატეგიის მიხედვით, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზა – მტკვირის მარჯვენა სანაპირო ზოლი გადაიკეტა. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდის მიმდებარედ არიან.
პროტესტის ამ ფორმით, ოპოზიციური პარტია კიდევ ერთხელ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ისინი მსჯავრდებულის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.
პარტიის წევრები თავადაც ამბობენ, რომ მათი ეს ქმედება მოსახლეობას გადაადგილებაში შეუშლის ხელს, თუმცა, მათივე მტკიცებით, საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება.