გერმანიაში ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ღორის ჭირის შემთხვევა ერთ-ერთ გერმანულ ფერმაში დადასტურდა, რის გამოც 4 000 ღორი მოკლეს.
როგორც ცნობილია, აფრიკული ჭირი ღორისთვის მომაკვდინებელია, მაგრამ ადამიანზე არ მოქმედებს.
ოფიციალური პირების თქმით, უცნობია, როგორ შეაღწია დაავადებამ გესტროუსთან მდებარე ფერმაში.