„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ჩამოვიდა“, _ თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში საკვებ პროდუქტებთან ერთად უკანონოდ სატვირთო მანქანით?სააკაშვილის ჩამოსვლის და შიმშილობის მიზანია, რომ ქვეყანა, ხელისუფლება და საზოგადოება მოწყდეს იმ ძირითად ამოცანებს, რაც ყოველდღიურად არის ამ ქვეყანაში გადასაწყვეტი და ეს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რათა მათი მიზანია დესტაბილიზაცია და ქვეყნის გადაგდება არასწორ რელსებზე.
მიხეილ სააკაშვილმა თავად გადაწყვიტა შიმშილობა, იქამდე მას არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჰქონდა. დღესაც შიმშილობის გარდა არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჩანს. მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც სააკაშვილის უკანონო შემოსვლაზე კანონიერი რეაგირება მოახდინა. პენიტენციური სისტემა მზად არის, რომ მოემსახუროს მას, დაამატა პერსონალი, საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი და ამ სახელმწიფოს ოპოზიციონერები ეუბნებიან, რომ თქვენ ყველაფერს დაანებეთ თავი და მიხეილ სააკაშვილს მიხედეთო. სააკაშვილს კი არ ეუბნებიან შეწყვიტე შიმშილობაო“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.