,,სასწორზე ვერ დაიდება სახელმწიფო ინტერესები, სადაც შესაძლებელი იქნება, ამ ინტერესების დაბალანსება, ჩვენ იქ მაქსიმუმს გავაკეთებთ“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მისი და ელენე ხოშტარიას გუშინდელი შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ღირებულია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.
„ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება იყოს მიღებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ბუნებრივია, სასწორზე ვერ დაიდება სახელმწიფო ინტერესები, სადაც შესაძლებელი იქნება, ამ ინტერესების დაბალანსება, ჩვენ იქ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა“ – განაცხადა კობახიძემ.