ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4825 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4256 პაციენტი, გარდაცვლილია 60.
ამ დროისთვის, აქტიური რჩება ინფიცირების 509 შემთხვევა.