„მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50-დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა.
,,მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი _ ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50-დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მე ვერ მივიღე ინფორმაცია და პასუხები როგორ მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა,მაგრამ სააკაშვილმა მითხრა, რომ აქვს უკეთესი პირობები. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი”, – აცხადებს უკრაინელი ადვოკატი ადვოკატი.
ცნობისთვის, ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა 15 საათიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
[sexy_author_bio]