„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, 54 წლის მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პრემიერად გახდომიდან მალევე შეექმნა კრიზისი ბიუჯეტის კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ჩანს, მისი მთავრობა წააგებს.
Reuters-ი ინფორმაციით, შვედეთის 349-მანდატიან პარლამენტში მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, 174 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
გამოცემა წერს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასარჩევად მხოლოდ ის სჭირდება, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა მის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს.
ცნობისთვის, მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
[sexy_author_bio]