ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება ერკეთის მიმართულებით.
“ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა ერკეთის მიმართულებით.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4161 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 3796, გარდაცვლილია 49 პაციენტი”,_ ამბობს ჯიბუტი.