ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 5009 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4385 პაციენტი, 65 კი გარდაცვლილია. გასულ 24 სააათში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 32 შემთხვევა.
“ზოგადი ვითარება დიდად გაუმჯობესებული არ არის. გუშინ, 2 სოფლის სკოლა გადავიდა სრულად დისტანცირებულ სწავლაზე. ესენია ლესას და ჯურუყვეთის საჯარო სკოლები”,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა.