სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ლომჯარიას თქმით, შეხვედრებზე, რომელივ სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა, ძირითა განხილვების ძირითადი თემა სასამართლო სისტემა, უფლებრივი მდგომარეობა და მიხეილ სააკაშვილის საქმე.
“მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა. განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში, რაც, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით. შეიძლება, დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ”, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.