ამ წუთებში სამტრედიაში ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღეს მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციამ დასაწყისშივე დატოვა.
,,გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, კობა ძიძიგურმა განცხადება გააკეთა:
,, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, დღეს საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობ”.
სხდომა დემონსტრაციულად დატოვეს ასევე ,,ნაციონალებმა”.
,,ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე, მმართველ პარტიას იმისათვის, რომ სახე შეენარჩუნებინა და შეთავაზება გაეკეთებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობის დათმობასთან დაკავშირებით ესეც კი არ გააკეთა და საბოლაოდ დარჩა ერთპარტიული მმართველობის რეჟიმში. ჩვენ მივიღებდით, თუ არა ეს ცალკე საკითხია”, _ განაცხადა ნაცმოძრაობის წევრმა ემზარ შუბლაძემ.
,, ნაციონალების” შვიდივე დეპუტატმა ამ განცხადების შემდეგ სხდომა დატოვა.
3 დეკემბრის სხდომა არ დაუტოვებია ,,ლელოს” დეპუტატს გივი ჯულაყიძეს, თუმცა აღნიშნა, რომ იგი არცერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
[sexy_author_bio]